კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტურის პირველი სათამაშო დღე ბათუმში დასრულდა, სადაც გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა ადგილობრივმა „დინამომ“ ერთ-ერთი აუტსაიდერი „თელავი“ მიიღო და ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა.
მასპინძლები შეხვედრის 29-ე წუთზე მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ, რადგან რევაზ ჩიტეიშვილი ეუხეშა ტატო ჟივიძეს და მთავარმა მსაჯმა ალეკო აფციაურმა პირდაპირ წითელი ბარათი აჩვენა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ოთხი მატჩიდან ბათუმელებმა სამი კაცნაკლულებმა დაასრულეს.
33-ე წუთზე დაჩი ცნობილაძემ ზუსტი პასი გაუკეთა მასპინძლების საჯარიმოში გახსნილ ესპანელ ინიგო მარტინს, რომელმაც თავით ანგარიში გახსნა – 0:1. პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე ნიკოლოზ ბაშალეიშვილმა მოწინააღმდეგეს ბურთი აართვა და თავისი ნახევრიდან რეიდი წამოიწყო, ხოლო საჯარიმოში შესულმა პასი ინიგო მარტინს მისცა, რომელმაც დუბლი შეასრულა – 0:2.
66-ე წუთზე „თელავის“ იერიშის დროს დინამოელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა დავით გოგოტიშვილმა პასი ანდრია დევდარიანს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 0:3. 74-ე წუთზე ბათუმელებმა კუთხური ჩააწოდეს და ბაჩანა არაბულმა თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა, რის გამო მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიცალბანელმა უერდი მარამ გამოიყენა – 1:3.
„დინამო“ 35 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა, ხოლო „თელავი“ 22 ქულით მეცხრეა.
ლაშა თაბაგარი





