უსმან დემბელემ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრად უკრაინასთან 2:0 მოგებულ მატჩში ტრავმა მიიღო და პსჟ-ში დაბრუნდება.
28 წლის თავდამსხმელი მოედანზე შესვენების შემდეგ შეცვლაზე დეზირე დუეს ნაცვლად შევიდა, მაგრამ მუხლის მყესის ტრავმა მიიღო და 81-ე წუთზე ეკიტიკემ შეცვალა.
ფრანგული გამოცემა L’Equipe-ის ინფორმაციით, პსჟ-ს ხელმძღვანელები დემბელეს ტრავმამ განარისხა. აღსანიშნავია, რომ პარიზელთა სამედიცინო შტაბმა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელებს აცნობა, რომ ფეხბურთელი ძალიან გადაღლილია და უკრაინასთან არ უნდა ეთამაშა, რადგან ტრავმის რისკი დიდი იყო.
პსჟ-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, დემბელე 6 კვირა ვერ ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი





