მირჩა ლუჩესკუ ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელი გახდა, რომელიც ოდესმე ეროვნულ ნაკრებს გაძღოლია.
5 სექტემბერს ლუჩესკუს ხელმძღვანელობით რუმინეთი თავის მოედანზე ამხანაგურ მატჩში კანადასთან 0:3 დამარცხდა. იმ მომენტისთვის რუმინელი სპეციალისტის 80 წლის ერთი თვის და 7 დღის იყო.
ამრიგად, ლუჩესკუს ურუგვაელი როკე მასპოლის რეკორდი მოხსნა, რომელიც თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს 1997 წელს ხელმძღვანელობდა. მაშინ, ეკვადორთან 5:3 მოგებულ შეხვედრაში მასპოლი 80 წლის ერთი თვის და 4 დღის იყო.
ლაშა თაბაგარი





