ვილიანი კარიერას „გრემიოში“ განაგრძობს. 37 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ბრაზილიურ კლუბთან მიმდინარე წლის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი, რომლიც ამოწურვის შემდეგ, მხარეების სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა ავტომატურად ერთი წელი გაგრძელდება. ის ბოლოს ინგლისის „ფულემში“ გამოდიოდა, რომელიც ზაფხულში ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ დატოვა.
ვილიანი კარიერის განმავლობაში ასევე „კორინთიანსში“, „შახტარში“, „ანჟიში“, „ჩელსიში“ და „არსენალში“ გამოდიოდა. მან ბრაზილიის ნაკრებში ჩატარებულ 70 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო.
მან ინგლისის პრემიერლიგა და ევროპა ლიგა ორ-ორჯერ მოიგო, ხოლო თითოჯერ ინგლისის ასოციაციის და ლიგის თასს დაეუფლა. ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში ვილიანმა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატში გაიმარჯვა.
ლაშა თაბაგარი





