საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს მიჩნია, რომ ხუთმცველიანი ტაქტიკიდან ოთხმცველიანზე გადასვლა სწორი ნაბიჯია. ფრანგმა სპეციალისტმა ამის შესახებ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის E ჯგუფში შინ ბულგა
ვილი სანიოლი: “ხვალინდელ შეხვედრაში შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება. თურქეთთან შედარებით ბულგარეთი განსხვავებული ტიპის გუნდია. სამ დღეში ორი მატჩი გვაქვს და, რა თქმა უნდა, ცვლილებები იქნება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სრულიად განსხვავებული რამის გაკეთება გვსურს ან მომავალში ყოველთვის ასე ვითამაშებთ. დარწმუნებული ვარ, ამ ცვლილებებით თამაშს გაცილებით უკეთ დავიწყებთ და ვიქნებით გუნდი, რომელიც დომინირებს მოედანზე.
ბულგარეთის წინააღმდეგ 3 წლის წინ, ერთა ლიგის ფარგლებში ვითამაშეთ. ბულგარეთშიც და თბილისშიც კარგი თამაში ჩავატარეთ. მიუხედავად იმისა, რომ საშინაო შეხვედრაში გოლი ვერ გავიტანეთ, კარგი თამაში ვაჩვენეთ. თუმცა, ბოლო პერიოდში ბულგარეთი ძალიან შეიცვალა. უკანასკნელ შეხვედრებში გამოჩნდა, რომ ეს გუნდი უფრო მეტად ორგანიზებულია. ჩვენთვის გამოწვევა იქნება, რომ მეტოქეზე უკეთესი გუნდი ვიყოთ და ვიპოვოთ მათი სუსტი მხარეები.
ერთა ლიგის ბოლო მატჩებმა გვაჩვენა, რომ ჩვენი ძველი სისტემა სამი ცენტრალური მცველით აღარ მუშაობდა. პრობლემები გვქონდა უკრაინასთან და ჩეხეთთან შეხვედრებში. ცვლილება აუცილებელი იყო და ბუნებრივია, რომ ამას გარკვეული დრო დასჭირდება. მარტში ძალიან კარგი თამაშები ჩავატარეთ, ხოლო თურქეთთან რთულ მდგომარეობაში ინდივიდუალურმა შეცდომებმა ჩაგვაყენა. ძალიან კარგი მეორე ტაიმი ჩავატარეთ 4-მცველიანი ტაქტიკით. ამან დამარწმუნა, რომ ეს სწორი ნაბიჯია. შესაძლოა, არა მომდევნო რამდენიმე თვის პერსპექტივაში, არამედ მომდევნო წლებზე გათვლით”.
ზურიკო დავითაშვილი: „მოკლე პერიოდში ძალების აღდგენა ყოველთვის რთულია. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს მოვახერხეთ. ასი პროცენტით მზად ვართ, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ და მივაღწიოთ სასურველ შედეგს. თურქეთთან თამაშის დასაწყისში კონცენტრაცია დაგვაკლდა და მეტოქემ ამით ისარგებლა. ბიჭებმა ვისაუბრეთ ამის თაობაზე და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბულგარეთთან მსგავსი რამ აღარ განმეორდეს”.
საქართველო-ბულგარეთის მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი





