სულშერი „ბეშიქთაშიდან“ დაითხოვეს

0
15

„ბეშიქთაშის“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ოლე-გუნარ სულშერი დაითხოვეს. ნორვეგიელ სპეციალისტს ორი მატჩში ჯამში კონფერენს ლიგის პლეი-ოფში „ლოზანასთან“ მარცხი არ აპატიეს, სადაც გაბრიელ სიგუა გამოდის.
სულშერი „ბეშიქთაშს“ 2025 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობდა და ნიდერლანდელი ჯოვანი ვან ბრონჰორსტი შეცვალა. მანამდე, ის ნორვეგიის „მიოლდეს“, უელსის „კარდიფ სიტის“ და ინგლისის „მანჩესტერ იუნაიტედს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი