მოურინიო „ფენერბაჰჩედან“ გაუშვეს

0
14

ჟოზე მოურინიო „ფენერბაჰჩეს“ მთავარი მწვრთნელი აღარაა. თურქუ;ლი კლუბის პრესსამსახური პორტუგალიელ სპეციალისტთან კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ იუწყება.
მოურინიო „ფენერბაჰჩეს“ 2024 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობდა და გუნდთან ერთად თურქეთის სუპერლიგის ვერცხლის მედლები მოიპოვა. სტამბოლელები ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ორი შეხვედრის ჯამში ლისაბონის „ბენფიკასთან“ დამარცხდნენ და მოურინიოს გაშვების ძირითადი მიზეზი ესაა.
ლაშა თაბაგარი