გიორგი გველესიანი ისპაჰანის „სეპაჰანში“ ითამაშებს. მან კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა. საქართველსო ეროვნული გუნდის მცველი „სეპაჰანში“ 2019-2020 წლებში გამოდიოდა და 77 მატჩში 10 გოლი გაიტანა.
34 წლის ფეხბურთელი განვლილ 3 სეზონის განმავლობაში „პერსეპოლისში“ თამაშობდა, სადაც 100 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა. ქართველი კლუბის ისტორიაში ლეგიონერებს შორის საუკეთესო ბომბარდირია. მან „პერსეპოლისთან“ ერთად ირანის ჩემპიონატი ორჯერ, ხოლო თასი და სუპერთასი თითოჯერ მოიგო. ის ორჯერ ირანის ჩემპიონატის საუკეთესო მცველად დაადახელეს.
გველესიანს კარიერის განმავლობაში ასევე თბილისის „დინამოში“, ირანის „ნასაჯსა“ და „ზობ აჰანში“ უთამაშია.
ლაშა თაბაგარი





