საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, ამჟამად საფრანგეთის ლიგა-2-ში მოასპარეზე „სენტ-ეტიენი“ მესამე ტურში „ბულონს“ შეხვდა და ქართველი ლეგიონერის ზურიკო დავითაშვილის გოლით 1:0 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გოლი 74-ე წუთზე გაიტანა. დავითაშვილი მატჩის 89-ე წუთზე შეცვალეს.
აღსანიშნავია, რომ ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 2-ში ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა გოლი.
სამი ტურის შემდეგ “სენტ ეტიენს” 7 ქულა აქვს.





