„უდინეზემ“, რომელშცი საბა გოგლიჩიძე და გიორგი ჩაკვეტაძე გამოდიან, ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში მორიგი ამხანაგური მატჩი ავსტრიის ქალაქ ლინცში თურქეთის „ტრაბზონსფორთან“ ჩაატარა და 0:1 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიდან მხოლოდ მცველმა გოგლიჩიძემ ითამაშა, რომელიც შეცვლაზე 72-ე წუთზე შევიდა. შემტევი ნახევარმცველი ჩაკვეტაძე განაცხადში არ იყო, რადგან ტრავმის მორჩენის შემდეგ, სარეაბილიტაციო ეტაპს გადის.
„ტრაბზონელებიდან“ ერთადერთი გოლი მატჩის მე-4 წუთზე მუჩიმ გაიტანა. „უდინეზე“ 8 აგვისტოს ინგლისის „ნოტინგემთან“ ისპარინგებს, ხოლო 9 აგვისტოს – „ბარსელონასთან“.
ლაშა თაბაგარი





