„ჰაიდენჰაიმმა“, რომელშიც ბუდუ ზივზივაძე გამოდის გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში ახალი სეზონი უქულოდ დაიწყო. ფრანკ შმიდტის გაწვრთნილმა გუნდმა „ვოლფსბურგი“ მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 71-ე წუთზე წუთზე შეცვალეს.
სტუმრები მე-20 წუთზე სკოვ ოლსენმა დააწინაურა, ხოლო 29-ე წუთზე სკიენცამ ანგარიში გაათანაბრა. 66-ე წუთზე „ვოლფსბურგიდან“ თავი სვანბერგმა გამოიჩინა. 85-ე წუთზე მასპინძლების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც მოჰამედ ამოურამ გამოიყენა.
ლაშა თაბაგარი





