ბრატისლავას „სლოვანმა“, რომელშიც გურამ კაშია გამოდის, ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში შინ შვეიცარიის „იანგ ბოიზთან“ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-12 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 55-ე წუთზე შეცვალეს. მან „სლოვანი“ მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი, რომელიც გამარჯვების აღმოჩნდა მე-15 წუთზე ბედიამ გაიტანა.
„სლოვანი“ საპასუხო შეხვედრას შვეიცარიაში 28 აგვისტოს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





