სიგუას დებიუტი „ლოზანაში“ კონფერენს ლიგაში შედგა

0
19

გაბრიელ სიგუამ „ლოზანაში“ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. კონფერენს ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში შვეიცარიულმა გუნდმა „ბეშიქთაში“ მიიღო და შეხვედრა 1:1 დასრულდა.
საქართველსო 21-წლამდელთა ნაკრების ექსნახევარმცველი თადარიგში იყო და მოედანზე 86-ე წუთზე შევიდა. სტუმრების 45-ე წუთზე რაშიცამ დაწინაურა, ხოლო 83-ე წუთზე საპასუხო ბურთი ოკოჰმა გაიტანა. საპასუხო თამაში თურქეთში 28 აგვისტოს შედგება.
შეგახსენებთ, რომ „ბაზელმა“ სიგუა „ლოზანაში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა.
ლაშა თაბაგარი