გუგეშაშვილის დებიუტი „გიოზთეფეში“

0
5

ლუკა გუგეშაშვილმა თურქეთის „გიოზთეფეში“ პირველი მატჩი ჩაატარა. ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში „გიოზთეფემ“ ამხანაგურ მატჩში „ბოდრუმი“ 2:0 დაამარცხა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა.
პაოკ-მა 27 წლის მეკარე თურქულს კლუბში ერთი წლით გაანათხოვრა. იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ,  “გიოზთეფეს” გუგეშაშვილის ტრანსფერის გამოსყიდვის უფლება ექნება.
გუგეშაშვილი გასულ წელს „პანსერაიკოსიდან“ პაოკ-ში ერთი მილიონი ევროს სანაცვლოდ  გადავიდა, სადაც არ ათამაშებდნენ და „ატრომიტოსში“ გაანათხოვრეს, რომლის მაისურით საბერძნეთის სუპერლიგაში 9 მატჩი ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი