„იბერია“ ჩრდილოეთ ირლანდიიდან სასურველი შედეგით მოდის

0
2

თბილისის „იბერიამ“ უეფას კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნესთან“ ჩაატარა და რთულ ბრძოლაში კარის „მშრალად“ შენახვა მოახერხა – 0:0.
მატჩის მე-15 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან შეტევაში ჩართულმა კოსგროვმა  საჯარიმოში ჩააწოდა და გრემის დარტყმის მერე გიორგი მააკრიძემ ბურთი ხელებში დააფიქსირა. მე-17 წუთზე  ჯარიმის შესრულების დროს გიორგი კუციამ პასი მასპინძლების საჯარიმოში ლუქსემბურგელ მცველ ვაჰიდ სელიმოვოჩს გაუკეთა, რომელმაც თავით გაიტანა, მაგრამ მსაჯმა გოლი არ ჩათვალა, რადგან თამაშგარე დააფიქსირა.
37-ე წუთზე „ლარნეს“ კონტრშეტევის დროს ლუსტიმ მკერდით პასი საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილ გრემს გაუკეთა, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყა და თბილისელები გოლის გაშვებას მაკარიძემ გადაარჩინა.
ტაიმის მიწურულს ირლანდიელების შეტევას მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა და მარტო დარჩენილი კოსგროვის დარტყმის მერე, „იბერია“ ისევ მაკარიძემ იხსნა.
შესვენების შემდეგ, საგოლე მომენტი არცერთ კართან შექმნილა და მატჩის ხასიათიდან გამომდინარე „იბერიას“ როგორც სამწვრთნელო შტაბი, ასევე ფეხბურთელები დაფიქსირებული შედეგით კმაყოფილი უნდა იყვნენ. „იბერია“ საპასუხო შეხვედრას 11 აგვისტოს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება.
თუ უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი გუნდი მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნეს“ აჯობეს, მაშინ პლეი-ოფში პოლონეთის „იაგელონიასა“ და შოტლანდიის „გლაზგო რეინჯერსს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.
თუ “იბერია” “ლარნეს” ბარიერს ვერ გადალახავს, მაშინ უეფას კონფერენს ლიგის პლეი-ოფში კვიპროსის “ომონიას” და გიბრალტარის “ლინკოლნს” შორის დამარცხებულს დაუპირისპირდება.
„ლარნე“ (ლარნე) – „იბერია“ (თბილისი) 0:0
4 აგვისტო. ლარნე. „ინვერ პარკი“.
„ლარნე“:
ფერგიუსონი, კოსგროვი (კ), ბენტი, რიდლი, დონელი, დოჰერტი (სიმპსონი, 75), გალაჰერი, გრემი, სლოანი (მაკენეფი, 85), გიბსონი (ონილი, 65), ლუსტი (ოჰარა, 75).
მთავარი მწვრთნელი: გარი ჰავერონი.
„იბერია“: მაკარიძე, ქობულაძე, სელიმოვიჩი, ამისულაშვილი, ჯინჯოლავა (კ), ქარდავა, დადიანი, კუცია (ალჰასანი, 78), ნაჭყებია, ბართიშვილი (ძაგანია, 60), სიხარულაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო.
გაფრთხილება: კოსგროვი (11), გალაჰერი(45), ჯინჯოლავა (66)
მთავარი მსაჯი:
მოჰამედ ალ-ემარა (ფინეთი).
ლაშა თაბაგარი