საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა კარიერას “ლოზანაში” გააგრძელებს. 20 წლის შუახაზელი ლოზანელებს “ბაზელიდან” ერთწლიანი იჯარით შეუერთდა. სიგუამ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და უკვე მიმდინარე სეზონს ახალ კლუბში გაატარებს.
გაბრიელმა 2022 წლის 7 აგვისტოს თბილისის „დინამოში” თბილისში“ სადებიუტო თამაში ჩაატარა, 2023 წლის 25 ივლისს კი „ბაზელთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ბაზელელთა შემადგენლობაში სიგუამ 32 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა.





