კიტეიშვილი ბუნდესლიგაში საუკეთესოა

0
26

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა სეზონი შთამბეჭდავად დაიწყო. გრაცის “შტურმის” შემადგენლობაში მან 4 სასტარტო შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემაც შეასრულა.
ავსტრიის ბუნდესლიგის მესამე ტურში კიტეიშვილის გუნდმა “რიდს” 3:1 სძლია, გრაცელთა გამარჯვებაში კი ორი გოლით ოთარმა ლომის წილი დაიდო. შედეგად, ჩვენი თანამემამულე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
„შტურმი“ 6 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მეხუთე ადგილზეა, მაგრამ ლიდერ „ზალცბურგთან“ სხვაობა მხოლოდ ქულაა.