დიკ ადვოკატი: „კურასაოსთვის ეკვადორთან ფრე სასწაულის ტოლფასია“

0
4

კურასაოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელის დიკ ადვოკატის აზრით, მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის E ჯგუფის მე-2 ტურში ეკვადორთან დაფიქსირებული უგოლო ფრე სასწაულია.
„ჩემი გუნდის მედეგობით აღფრთოვანებული ვარ. კურასაოსთვის ეკვადორთან ფრე სასწაულის ტოლფასია. თქვენ იცით რამდენს მივაღწიეთ ფაქტობრივად ნულიდან დაწყების შემდეგ. ამის შემდეგ აქ ჩამოვდივართ და 60000 გულშემატკივარის თვალწინ მატჩის ფრედ ვამთავრებთ. მხოლოდ ის დაგვრჩენია ვიამაყოთ თუ რამდენად წინ წავედით.
პირველმა მატჩმა ჩემზე გაცილებით ძლიერად იმოქმედა, რადგან 1:7 წავაგეთ. თუმცა, გულშემატკივრები ჩვენს მოთამაშეებს დაუჯერებლად დახვდნენ. ჩვეულებისამებრა, ასეთი შედეგის შემდეგ გისტვენენ, ხოლო ამ შემთხვევაშ სრულიად საპირისპირო რამ მოხდა. ეს მშვენიერი მომენტია“ – იუწყება ESPN 78 წლის ნიდერლანდელის ნათქვამს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანია მწვრთნელია.
განვლილ დაპირისპირებაში კურასაოს 37 წლის მეკარე რომმა 15 დარტყმა მოიგერია, რაც 1966 წლიდან მოყოლებული მსოფლიო ჩემპიონატებზე დამატებითი დროის გარეშე ჩატარებულ მატჩებში რეკორდია.
ლაშა თაბაგარი