თორნიკე შენგელია ნაკრებს ლიმასოლში დაუბრუნდება

0
34
ესტონეთთან ტესტ-მატჩის მატჩის დროს გამოვლენილი გულის არითმიის გამო, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ლიდერ თორინკე შენგელიას მოუწია ესპანეთში გამგზავრება გამოკვლევების ჩასატარებლად. ყველა საჭირო კვლევის ჩატარებისა და ექიმების მეთვალყურეობით ათდღიანი მკურნალობის შემდეგ, საბედნიეროდ, ყველაფერი წარმატებით დასრულდა.
სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით, ჩვენი ეროვნული გუნდის კაპიტანი ეტაპობრივად დაიწყებს პროგრესულ ვარჯიშს და საკალათბურთო ნაკრებს კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში, ევროპირველობის სტარტის წინ შეუერთდება.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებთან ერთად ჯგუფში ესპანეთი, საბერძნეთი, იტალია, ბოსნია და კვიპროსი იასპარეზებენ. ჩვენები პირველ შეხვედრას 28 აგვისტოს კონტინენტის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთთან ჩაატარებენ.