ნაგელსმანი: „თითოეულმა მოთამაშემ თავისი საჭიროება იგრძნო“

0
0

გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის E ჯგუფის მე-2 შეხვედრაში კოტდივუართან 2:1 გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ თითოეულმა მოთამაშემ თავისი საჭიროება იგრძნო.
„რიტმის დასაჭერად რამდენიმე წუთი დაგვჭირდა. კარგი მონაკვეთის ჩატარების შემდეგ, გოლი ისეთ შეტევაში გავუშვით, რომელიც სახიფათო არ ჩანდა. თუმცა, თამაში საუცხოოდ შემოვატრიალეთ. შეცვლაზე შესული ფეხბურთელებით ვამაყობ. ყველა ძალიან კარგად გაისარჯა.
დენიზ უნდავმა ორი მშვენიერი გოლი გაიტანა. ის ბომბარდირადაა დაბადებული. გამარჯვების გოლი უბრალოდ საუცხოო იყო. ეს ძალიან ემოციური მომენტი აღმოჩნდა.
დღეს, თითოეულმა მოთამაშემ თავისი საჭიროება იგრძნო და გამარჯვება მთელი გუნდის დამსახურებაა. ბრძოლა ბოლომდე მიდიოდა, რაც ბუნებრივია. ჩვენ გამარჯვება გვსურდა“ – იუწყება ნაგელსმანის ნათქვამს ფიფას ვებგვერდი.
განვლილ თამაშის 30-ე წუთზე აფრიკელებიდან ანგარიში კესიამ გახსნა. 68-ე წუთზე გერმანელებიდან საპასუხო ბურთი უნდავიმ გაიტანა, რომელიც შეცვლაზე შევიდა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე უნდავიმ დუბლი შეასრულა და გერმანიას 3 ქულა მოუტანა.
გერმანიის ეროვნული გუნდი 2014 წლის შემდეგ პირველად პლეი-ოფში გავიდა. ბუნდესნაკრები 2018 და 2022 წლებში ჯგუფში ჩარჩნენ.
40 წლის ნოიერი, რომელმაც გერმანელთა სასტარტოში ითამაშა, მსოფლიო ჩემპიონატებზე ჩატარებული 21 შეხვედრით აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა და ფრანგი უგო ლორისის მიღწევა გააუმჯობესა.
ლაშა თაბაგარი