კვერნაძის გამარჯვების გოლი

0
24

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდმა გიორგი კვერნაძემ სეზონი გოლით გახსნა –  იტალიის თასის 1/32 ფინალში „მონცას“ გაუტანა და „ფროსინონე“ მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.
კვერნაძე სათადარიგოთა შორის იყო და საასპარეზოდ 59-ე წუთზე შევიდა. გამარჯვების გოლი კი გიორგიმ მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მეორე წუთზე გაიტანა.
თასზე ფროსინოელთა შემდეგი მეტოქე სერია A-ს ბინადარი სარდინიის “კალიარია”.
სერია B სტარტს 24 აგვისტოს აიღებს და პირველ შეხვედრაში „ფროსინონე“ „აველინოს“ უმასპინძლებს.