კვარაცხელიამ შეცვლაზე ითამაშა

0
20

ხვიჩა კვარაცხელიამ და პსჟ-მ საფრანგეთის ჩემპიონატის ახალი სეზონი „ნანტთან“ სტუმრად  მოგებით დაიწყეს – 1:0.
ფრანგთა ლიგა 1-ის მოქმედი ჩემპიონის შემადგენლობა გადახალისებული იყო და ძირითადში არც საქართველოს ნაკრების ფორვარდიც ყოფილა. კვარა შეცვლაზე 78-ე წუთზე შევიდა. ამ დროისთვის ვიტინიას გოლის წყალობით პსჟ უკვე იგებდა. ხვიჩამ შესვლიდან მალევე სცადა გოლის გატანა, თუმცა მასპინძელთა მეკარეს ვერ აჯობა.
ხვიჩას მსგავსად ასპარეზობის მეორე ნახევარში მინდორზე შევიდნენ დემბელე, დუე, მენდეში და ჰაკიმი.
ლიგა 1-ის მომდევნო შეხვედრას პსჟ 22 აგვისტოს შინ „ანჟესთან“ ჩაატარებს.