გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც ზაფხულში „მეცხს“ კიევის „დინამოდან“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა, საფრანგეთის ლიგა 1-ში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.
პირველ ტურში „მეცი“ შინ „სტრასბურგს“ შეხვდა და 0:1 დამარცხდა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა შეუცვლელად ითამაშა. „მეცის“ განაცხადში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსგარემარბი გიორგი აბუაშვილი მოხვდა, რომელსაც არ უთამაშია. ის ფრანგულმა კლუბმა ერთი წლით ფითის „კოლხეთიდან“ ინათხოვრა.
ლაშა თაბაგარი





