მაროკო მუნდიალებზე პირველია…

0
2

მაროკოს ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველია, რომელსაც მოედანზე 11 მოთამაშე ჰყავდა, ვინც თავის სამშობლოში არ დაბადებულა.
მიმდინარე მუნდიალის სტარტზე C ჯგუფში მაროკოელები ბრაზილიას დაუზავდნენ – 1:1. 65-ე წუთზე ბრაიმ დიასის და აზედინ უნაის ნაცვლად თამაშში შამსედინ ტალბი და სამირ ელ-მურაბეტი ჩაერთვნენ. ამის შემდეგ მოედანზე 11 ფეხბურთელი დარჩა, რომლებიც მაროკოს ფარგლებს გარეთ დაიბადნენ:
ბუნო (კანადა), მაზრაუი (ნიდერლანდები), დიოპი (საფრანგეთი), რიადი (ესპანეთი), აშრაფ ჰაკიმი (ესპანეთი), ელ-ენაუი (საფრანგეთი), ბუადი (საფრანგეთი), ტალბი (ბელგია), ელ-ჰანუსი (ბელგია), ელ-მურაბეტი (საფრანგეთი), საიბარი (ესპანეთი).
ლაშა თაბაგარი