ნოიერმა მათეუსის რეკორდი გააუმჯობესა

0
1

მეკარე მანუელ ნოიერი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც გერმანიის ნაკრების ისტორიაში დიდ ტურნირებზე უთამაშია. მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატზე E ჯგუფის სასტარტო მატჩში გერმანიამ დებიუტანტი კურასაო 7:1 გაანადგურა, ხოლო ნოიერი სასტარტო შემადგენლობაში 40 წლის და 79 დღის ასაკში გამოჩნდა.
მან ლოთარ მათეუსის რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც ევრო 2000-ზე პორტუგალისთან 39 წლის და 91 დღის ასაკში ითამაშა.
ლაშა თაბაგარი