კვირკველიას უიღბლო დაბრუნება – „კოლხეთი“ შინ „დინამოსთან“ დამარცხდა

0
15

კახა ჩხეტიანის ნაცვლად ფოთის „კოლხეთის“ მთავარ მწვრთნელად დავით კვირკველიას დაბრუნება უიღბლო აღმოჩნდა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურში ფოთელებმა მშობლიურ „ფაზისზე“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლეს და 1:3 დამარცხდნენ.
30-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა ლუკა ლაცაბიძე ძალიან ზუსტი პასი მისცა საჯარიმოში მცველის ზურგსუკან გახსნილ თორნიკე მორჩილაძეს, რომელმაც თავით დაარტყა და ანგარიში გახსნა – 0:1. 41-ე წუთზე ნიკოლოზ კაპანაძემ თბილისელთა ნახევარზე ბურთი ერთი შეხებით მიიღო და საბა ხარებაშვილს გაცდა, რის შემდეგ, საჯარიმოში უკრაინელი თავდამხმელი ევგენი ლეშჩინსკი მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 1:1.
51-ე წუთზე ფოთელების შეტევის დაწყებას ცდილობდმემ, მაგრამ ბურთი ნიკა ნინუამ ჩაჭრა, რომელმაც საჯარიმოში მორჩილაძე მოძებნა, ხოლო ამ უკანასკნელმა დუბლი შეასრულა – 1:2.
90-ე წუთზე გიორგი ხარაიშვილმა „კედელი“ ირაკლი სირაძესთან გაითამაშა და საჯარიმოში შესულმა პასი ისევ სირაძეს გაუკეთა, რომელმაც ბურთი ერთი შეხებით დაამუშავა, ხოლო მეორეთი კარში გადაგზავნა – 1:3.
ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილ „დინამოს“ 36 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა, ხოლო „კოლხეთი“ 14 ქულით ბოლოა.
კოლხეთი 1913 1:3 დინამო თბ 
ლაშა თაბაგარი