კომანი „ალ ნასრში“ რონალდუსთან ერთად ითამაშებს

0
18

კინგლსი კომანია კარიერას საუდის არაბეთის „ალ ნასრში“ განაგრძობს. მიუნხენის „ბაიერნმა“ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების 29 წლის შემტევის ნახევარმცველის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო მიიღო.
კომანმა „ალ ნასრთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა. მისი ხელფასი წელიწადში 20-25 მილიონი ევრო იქნება.
ფრანგი ფეხბურთელი გერმანულ გრანდში 2015 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 339 მატჩში 72 გოლი გაიტანა. მან გერმანიის ბუნდესლიგა 9-ჯერ, გერმანიის თასი 3-ჯერ, გერმანიის სუპერთასი 6-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი თითოჯერ მოიგო.
ლაშა თაბაგარი