ლიმასოლის „არისი“, რომლის ღირსებას გიორგი ქვილითაია იცავს, კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თავის მოედანზე ათენის აეკ-ს დაუზავდა.
საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდი მასპინძლების სასტარტოში იყო და 72-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ხუთ წუთში შეცვალეს. სტუმრებიდან ანგარიში მე-9 წუთზე პერეირამ გახსნა, ხოლო მე-14 წუთზე რელვასმა ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.
კვიპროსელებიდან მე-18 წუთზე ერთი ბურთი კაკულისმა გაქვითა, 31-ე წუთზე კი გოლდსონმა ანგარიში გაათანაბრა.
კაუნასის „ჟალგირისმა“ ბულგარეთის „არდა“ მიიღო და 0:1 წააგო. მასპინძლებში შეუცვლელად მცველმა ანტონ თოლორდავამ ითამაშა, რომელმაც 57-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მის მსგავსად სასტარტოში ნახევარმცველი თემურ ჩოგაძეც იყო, რომელიც 81-ე წუთზე შეცვალეს. ის 42-ე წუთზე გააფრთხილეს.
ლაშა თაბაგარი





