ლონდონის „ჩელსიმ“ ბრაზილიელი თავდამსხმელი ესტევაო ოფიციალურად წარადგი. 18 წლის ფეხბურთელი ინგლისურ კლუბს „პალმეირასიდან“ შეძენიდან 13 თვის შემდეგ შეუერთდა.
„ჩელსიმ“ ნიჭიერი ბრაზილიელის სანაცვლოდ 34 მილიონი ევრო გადაიხადა და პლუს 27 მილიონი ბონუსადაა გათვალისწინებული. გარდა ამისა, „პალმეირასი“ პრემიალურ თანხას მიიღებს თუ ესტავაო 2033 წლამდე „ოქროს ბურთს“ მოიგებს.
ესტევაომ 2024 წელს „პალმეირასის“ მაისურით ბრაზილიის ჩემპიონატში ჩატარებულ 31 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა. მან წელს 11 შეხვედრა გამართა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. მან გასულ წელს ბრაზილიის ეროვნულ გუნდში 5-ჯერ ითამაშა და მეტოქის კარი არ აუღია.
ლაშა თაბაგარი





