„მილანმა“ შვეიცარიელ ნახევარმცველში 39 მილიონი გადაიხადა

0
14

„მილანმა“ ბელგიის „ბრიუგედან“ ნახევარმცველი არდონ იაშარი შეიძინა. „როსონერიმ“ 39 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 39 მილიონი ევრო გადაიხადა. ცნობილის იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, შვეიცარიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს მხოლოდ „მილანში“ გადასვლა უნდოდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი შეძენა სხვა კლუბებსაც სურდათ.
იაშარი „ლუცერნის“ აღზრდილია, სადაც 5 სეზონი გაატარა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 102 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა. გასულ წელს „ბრიუგემ“ იაშარი შვეიცარიული კლუბიდან 6 მილიონ ევროდ შეიძინა. მან ბელგიურ გუნდში 52-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო. ის შვეიცარიის ნაკრებში 2024 წლიდან გამოდის და 4-ჯერ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი