
დარვინ ნუნიესი კარიერას „ალ ჰილალში“ განაგრძობს. საუდის არაბეთის „ლივერპულს“ ურუგვაელი ფორვარდის ტრანსფერზე შეუთანხმდა, იუწყება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
ამ ეტაპზე „ალ ჰილალი“ უშუალოდ ფეხბურთელს ესაუბრება, რომელიც გადაწყვეტილების მიღებასთან ახლოსაა. ნუნიესი ინგლისურ გრანდში 2022 წლის ივნისში გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 143 მატჩში 40 გოლი გაიტანა. 26 წლის ფორვარდი ურუგვაის ეროვნულ გუნდში 2019 წლიდან გამოდის და 35 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 13-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი



