ტრნავის „სპარტაკი“, რომელსაც მიმდინარე ზაფხულში გიორგი მოისწრაფიშვილი შუერთდა, უეფას კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზეა. სლოვაკებმა პირველი თამაში სტუმრად 2:1 მოიგო, ხოლო სახლში მეტოქეს 5:1 აჯობეს.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 21-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო პირველი ტაიმის შემდეგ, რომელიც მასპინძლებმა 2:0 მოიგეს, შეცვალეს.
ტრნაველები შემდეგ ეტაპზე ანზორ მექვაბიშვილის კრაივოას „უნივერსიტატიას“ შეხვდება. პირველი თამაში 7 აგვისტოს რუმინეთში ჩატარდება, ხოლო საპასუხო -14 აგვისტოს სლოვაკეთში.
ლაშა თაბაგარი





