მექვაბიშვილმა გულიაშვილს აჯობა

0
23

კრაიოვას „უნივერსიტატიამ“, რომელშიც ანზორ მექვაბიშვილის გამოდის უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გიორგი გულიაშვილის „სარაევოს“ აჯობა.
ბოსნიაში ჩატარებული პირველი თამაში „სარაევომ“ 2:1 მოიგო, ხოლო რუმინეთში „უნივერსიტატიამ“ 4:0 გაიმარჯვა.
კრაიოვაში გამართულ დაპირისპირებაში საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდმა გულიაშვილმა თავის გუნდს შეუცვლელად უკაპიტნა და 84-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ჩვენი ნაკრების ნახევარმცველი მექვაბიშვილი სასტარტოშ არ იყო და მოედანზე 76-ე წუთზე შევიდა.
კრაივოას „უნივერსიტატიას“ მესამე ეტაპზე ტრნავის „სპარტაკს“ შეხვდება. პირველი თამაში 7 აგვისტოს რუმინეთში ჩატარდება, ხოლო საპასუხო -14 აგვისტოს სლოვაკეთში.
ლაშა თაბაგარი