გიორგი წიტაიშვილმა საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარ „მეცში“ მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და პირველი გოლი გაიტანა.
ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდში „მეცი“ რანგით მეორე ლიგაში მოასპარეზე „რედ სტარს“ შევხდა და 4:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 38-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შეიწია, ერთ მცველს გაცდა, რასაც შორეულ კუთხეში ზუსტი დარტყმა მიაყოლა – 2:0.
„მეცის“ განაცხადში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების გარემარბი გიორგი აბუაშვილი არ იყო, რომელიც წიტაიშვილის მსგავსად ფრანგულ კლუბს ერთწლიანი იჯარით შეუერთდა.
ლაშა თაბაგარი





