თბილისის „დინამო“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებას ნაადრევად გამოეთიშა. 1/16-ფინალში ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ერთ-ერთ აუტსაიდერ „სამტრედიას“ სტუმრად შეხვდა და 0:1 წააგო. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 37-ე წუთზე სამტრედიელების არგენტინელმა ლეგიონერმა ერიკ ბარიოსმა გაიტანა.
გუშინ გამართულ თასის სხვა შეხვედრებს რაც შეეხება, მარტვილის „მერანმა“ გასვლაზე „იუჯი 35“ 8:2 დაამარცხა, ზუგდიდის „ოდიში 1919“-მა სტუმრად „სამცხეს“ 1:0 სძლია, ხოლო სართიჭალის „შტურმმა“ მარნეულში „ალგეთი“ 8:0 გაანადგურა.
ლაშა თაბაგარი





