გიორგი ზარიამ მიმდინარე სეზონში ალმათის „ქაირათის“ მაისურით კიდევ ერთი კარგი მატჩი ჩაატარა. მოქმედი ჩემპიონი პრემიერლიგის მე-17 ტურში სახლში „კაისარს“ შეხვდა და მხოლოდ ქულა აიღო.
ზარია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 21-ე წუთზე ზუსტი გადაცემის მეკარესთან პირისპირ ბაგდატი გაიყვანა, რომელმაც ანგარიში გახსნა. ქართველი შემტევი ნახევარმცველი 70-ე წუთზე შეცვალეს. მან მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. ტრავმის მორჩენის შემდეგ „ქაირათს“ ცენტრალური მცველი ლუკა გადრანი დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ ალმათელებმა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახეს და მეორე ეტაპზე ფინეთის კუპს-ს შეხვდებიან.
ლაშა თაბაგარი





