ლონდონის „არსენალმა“ თანაქალაქელ „ჩელსისგან“ გარემარბი ნონი მადუეკე შეიძინა. 23 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა. მის სანაცვლოდ „მეთოფეებმა“ 52 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს.
მადუეკე „არსენალში“ 20 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. მან „ჩელსიში“ გატარებულ ორწელიწადნახევარში ყველა ტურნირში 92-ჯერ ითამაშა და 20 გოლი გაიტანა. „ჩელსიმე“ ინგლისელი ფორვარდი ნიდერლანდების პსვ-ში გამოდიოდა. მადუეკეს ინგლისის ეროვნულ გუნდში დებიუტი 2024 წელს ჰქონდა და 7 შეხვედრაში მეტოქეთა კარი არ აუღია.
ლაშა თაბაგარი





