“ბორჯღალოსნები” მსოფლიო ჩემპიონთან დამარცხდნენ

0
20
ბრჯღალოსნებმა 2025 წლის ზაფხულის ბოლო ტესტ-მატჩში, მსოფლიოს მოქმედ და 4-გზის ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან საუკეთესო თამაში აჩვენეს, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. მატჩის დებიუტში გატანილი ლელო-გარდასახვით ერთი პერიოდი დავწინაურდით კიდეც, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა – 10:55.
მსოფლიოს რეკორდსმენთან (ჩემპიონობის კუთხით) თავისი 122-ე თამაში ჩაატარა ალექსანდრე თოდუამ, რომელიც ამ მაჩვენებლით დავით კაჭარავას გაუტოლდა და შემდეგ თამაშში ის ერთპიროვნულად გახდება ყველაზე მეტი კეპის მფლობელი. ასევე ამ თამაშში პირველი კეპი მოიხვეჭა დემურ ეფრემიძემ, რომელიც შეცვლზე შევიდა.
თავად თამაშს რაც შეეხება საქართველო იყო თამამი შეტევაში და ერთი გატანილი ლელოს გარდა, არაერთი სახიფათო შეტევა განხორციელდა, თუმცა სამხრეთ აფრიკამ თავის დაცვა მოახერხა.
თამაში დაიწყო თუ არა საქართველომ შეუტია, ილია სპანდერაშვილის კონტაქტის შემდეგ ჯარიმა გამოიმუშავა, დერეფნიდან მოლი ააგორა, რომელმაც დაახლოებით 6-7 მეტრი დაფარა და ვანო კარკაძემ ლელოთი ანგარიში გახსნა, ლუკა მატკავამ კი გარდასახა. „ბოკემ“ გააფთრებით შემოგვიტია, მე-9 წუთზე ძალისმიერი ლელოთი გვიპასუხა, მაგრამ გარდასახვა ვერ გაიტანა და მდევრის როლში დარჩა.
მე-14 წუთზე მასპინძლებმა მოლით მეორე ლელო გაიტანეს, საქართველომ სწრაფი პასუხის გაცემა სცადა და დავით ნინიაშვილმა მარჯვენა ფრთიდან შეუტია, მაგრამ ის 5-მეტრიანთან, დემე თაფლაძე კი ზედ ლელოს ხაზთან შეაჩერეს. უპირატესობაზე ჯარიმით წონასწორობის აღდგენას ლელოზე თამაში ვარჩიეთ, ეს არ გამოვიდა, საპასუხოდ ტაიმის შუაში სამხრეთ აფრიკამ ლამაზი ხელდახელ შეტევა განახორციელა და მესამე ლელო გაიტანა.
საქართველომ პასუხის ლელოთი გაცემა სცადა და არ გამოვიდა, მერე თავი კარგად დაიცვა, კიდევ ერთი ჯარიმა გამოიმუშავა და ლუკა მატკავამ კარის წინ 30 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა. 32-ე წუთზე მასპინძლებმა მოლით მეოთხე ლელო გაიტანეს, გარდასახვაც გამოიყენეს და ტაიმი 22:10 მოიგეს.
მეორე ტაიმში სამხრეთ აფრიკა სრულად დაეუფლა უპირატესობას, დასკვნით მეოთხედში რამდენიმე ლამაზი ლელო გაიტანა და 55:10 გაიმარჯვა.
ტესტ-მატჩი. 19 ივლისი

მბომბელა. „მბომბელა სთედიუმი“.
სამხრეთ აფრიკა – საქართველო 55:10 (22:10)
საქართველო
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემე თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (კასტრი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი).
მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 17. გიორგი თეთრაშვილი (პერპინიანი), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. დემურ ეფრემიძე (შავი ლომი), 20. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი), 21. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი), 22. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი).

საქართველოს რაგბის კავშირის სპონსორისაქართველოს რაგბის კავშირის სპონსორისაქართველოს რაგბის კავშირის სპონსორისაქართველოს რაგბის კავშირის სპონსორისაქართველოს რაგბის კავშირის სპონსორისაქართველოს რაგბის კავშირის სპონსორისაქართველოს რაგბის კავშირის სპონსორისაქართველოს რაგბის კავშირის სპონსორი