მარკო არნაუტოვიჩი კარიერას ბელგრადის „ცრვენა ზვეზდაში“ გააგრძელებს, რის შესახებ Sky Sport იუწყება.
ავსტრიის ეროვნული ნაკრების 36 წლის თავდამსხმელი ორშაბათს სერბულ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ის ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რადგან მილანის „ინტერთან“ ხელშეკრულება ამოეწურა. მან ბოლო ორ სეზონში „ინტერის“ მაისურით ყველა ტურნირში 62 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.
არნაუტოვიჩი „ინტერამდე“ ნიდერლანდების „ტვენტეში“, ბრემენის „ვერდერში“, „სტოკ სიტიში“, „ვესტ ჰემში“, ჩინეთის „შანხაი სიპგში“ და „ბოლონიაში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი





