მოისწრაფიშვილის გოლიანი დებიუტი

0
17

გიორგი მოისწრაფიშვილმა ტრნავის „სპარტაკში“ დებიუტი გოლით აღნიშნა. უეფას ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკური გუნდი სტუმრად შვედეთის „ჰაკენს“ დაუზავდა – 2:2.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი თამაშში 69-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. 82-ე წუთზე ტრნაველთა კარგი კომბინაციის შემდეგ, მოისწრაფიშვილმა დაალოებით 17 მეტრიდან „ცხრიანში“ გაიტანა, შვედებმა ანგარიში მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე გაათანაბრეს და შემდეგ ეტაპზე  გავიდნენ, რადგან სტუმრად პირველი თამაში 1:0 მოიგეს.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის მოისწრაფიშვილმა ტრნავის „სპარტაკთან“ კონტრაქტი მიმდინარე ზაფხულში 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ლაშა თაბაგარი