დონეცკის „შახტარმა“, სადაც ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი გამოდიან, უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩი სტუმრად ფინეთის „ილვესთან“ 0:0 დაასრულა. შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში უკრაინელებმა მეტოქე 6:0 გაანადგურეს.
პირველი მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად „შახტარში“ ორივე ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა. მარცხენა მცველმა აზაროვმა მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო, ხოლო მარჯვენა მცველი გოჩოლეიშვილი თამაშში 55-ე წუთზე ჩაერთო, მომდევნო ეტაპზე „შახტარი“ სტამბოლის „ბეშიქთაშს“ დაუპირისპირდება.
მოლდოვის „პეტროკუბმა“, რომელსაც შოთა მახარაძე წვრთნის, უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიაფიკაციო ეტაპ შინ საპასუხო მატჩი მალტის „ბირკირკარას“ 3:0 მოუგო. გამომდინარე იქიდან, რომ მოლდოველებმა გასვლაზე 0:1 წააგეს, შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
ლაშა თაბაგარი





