გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტი ლისაბონის „სპორტინგში“ შედგა. პორტუგალიის მოქმედმა ჩემპიონმა შინ ამხანაგური მატჩი გლაზგოს „სელტიკთან“ ჩაატარა და ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მასპინძლები 0:1 აგებდნენ. სტუმრებიდან 47-ე წუთზე ანგარიში ჰატატემ გახსნა. ქოჩორაშვილი აქტიურობდა და პასებს კარგად ანაწილებდა. ერთ ეპიზოდში გრძელი დიაგონალური გადაცემით მეტოქის დაცვის ხაზი გაჭრა და „სპორტინგის“ სახიფათო იერიშს სათავე დაუდო. 71-ე წუთზე ქოჩორაშვილმა მეტოქის საჯარიმოს ხაზთან დაკარგა ბურთი, რასაც „სელტიკის“ კონტრშეტევა მოჰყვა, რომელიც გოლით მაკოვანმა დაასრულა. თუმცა, ამ ეპიზოდში ლისაბონელთა დაცვის ხაზი აშკარად ჩავარდა.
ლაშა თაბაგარი





