გორის „დილა“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე. იტალიელი დიეგო ლონგოს ხელმძღვანელობით გორელებმა პირველი მატჩი სტუმრად 2:1 მოიგეს, ხოლო საპასუხო შეხვედრაში ლუქსემბურგელები ასევე ერთბურთიანი სხვაობით დაამარცხეს.
მიუხედავად იმისა, რომ „რასინგს“ მეკარე რუფიე უხეშობისთვის 34-ე წუთზე გაუძევეს, „დილამ“ ერთადერთი გოლი მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე გაიტანა. თავი იბრაჰიმა დრამემ გამოიჩინა, რომელიც მოედანზე 5 წუთის შესული იყო.
„დილა“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „რიგასთან“ სტუმრად 24 ივლისს ჩაატარებს, ხოლო საპასუხო შეხვედრა გორში 31 ივლისს შედგება.
„დილა“ (გორი) – „რასინგი“ (ლუქსემბურგი) 1:0 (0:0)
17 ივლისი. გორი. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.
„დილა“: კერესელიძე, ჩაბრაძე, ეტოუ (კ), ჟოაო არაუჟო, რუხაძე, ედუძი (ბუღრიძე, 46), ანდრონიკაშვილი, კონტე, ბასინგა, შეყილაძე (დრამე, 86), ფარულავა (ტიბუე, 88).
მთავარი მწვრთნელი: დიეგო ლონგო.
„რასინგი“: რუფიე, სოუ, მაბანზა (საბანი, 87), კადა, ლესქოუ, დევალქუე, მონჟე, იკენე (კ), გომეში (სანჩო, 46), შტოლცი, მაზიე.
მთავარი მწვრთნელი: იანიკ კაკოკო.
გოლი: 1:0 დრამე (90+1)
გაფრთხილება: ეტოუ (5), მაზიე (45+2)
გაძევება: რუფიე (34)
მთავარი მსაჯი: მ. გიგოვიჩი (ბოსნია-ჰერცეგოვინა)
ლაშა თაბაგარი





