ლატვიის „რიგასმა“, რომლის ღირსებას ლაშა ოდიშარია იცავს, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია.
რიგელებმა პირველი მატჩი ტალინში ადგილობრიც „ლევადიასთან“ 1:0 მოიგეს, ხოლო სახლში ესტონელები იმავე ანგარიშით დაამარცხეს.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსგარემარბი საპასუხო შეხვედრაშიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 81-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 68-ე წუთზე პანიჩმა გაიტანა.
„რიგასი“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „იბერიას“ დამმარცხებელ შვედეთის „მალმიოს“ შეხვდება. ცნობისთვის, „ლევადია“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სწორედ „იბერიას“ დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი





