ზარიამ და გადრანმა ჩემპიონთა ლიგაში პირველი ეტაპი დაძლიეს

0
18

ალმათის „ქაირათმა“, რომელშიც ქართველი მცველი ლუკა გადრანი და შემტევი ნახევარმცველი გიორგი ზარია გამოდიან, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.
ყაზახურმა გუნდმა ლუბლიანას „ოლიმპიასთან“ სტუმრად პირველი თამაში 1:1 დაასრულა, ხოლო სახლში სლოვენიელები 2:0 დაამარცხა. ორივე ჩვენი თანამემამულე „ქაირათის“ განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშიათ. ალმათელებიდან მე-5 წუთზე ანგარიში ჟორჟინიომ გახსნა, ხოლო 31-ე წუთზე მრინსკიმ „ოლიმპიას“ კარი მეორედ აიღო.
„ქაირათი“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინეთის კუპს-ს დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი