მადრიდის „ატლეტიკომ“ შემტევი ნახევარმცველი ტიაგო ალმადა შეიძინა, რის შესახებ ესპანური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
მადრიდელებმა ჟონ ტექსტორის ჰოლდინგს, რომელიც ბრაზილიის „ბოტაფოგოს“ და ფრანგულ „ლიონს“ ფლობს, ალმადას სატრანსფერო უფლების 50 პროცენტი 21 მილიონ ევროდ შეიძინა.
გასული სეზონის მეორე ნახევარი ალმადამ „ლიონში“ გიორგი მიქაუტაძესთან ერთად გაატარა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 20 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. მანამდე, 24 წლის ფეხბურთელი არგენტინის „ველეს სარსფილდში“, აშშ-ს „ატლანტა იუნაიტედში“ და ბრაზილიის „ბოტაფოგოში“ თამაშობდა. ის არგენტინის ეროვნულ გუნდში 2022 წლიდან გამოდის და 10 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი





