„ლივერპულის“ ექსკაპიტანი „ბრენტფორდში“ ითამაშებს

0
14

„ლივერპულის“ ყოფილი კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი კარიერას „ბრენტფორდში“ გააგრძელებს. მან ახალ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
35 წლის ნახევარმცველმა გასული სეზონის ამსტერდამის „აიაქსში“ გაატარა, სადაც ნიდერლანდების ჩემპიონატში ჩატარებულ 28 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. ასევე, ინგლისელმა ფეხბურთელმა ევროპა ლიგაში 15-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო. ჰენდერსონმა ნიდერლანდების თასზე ერთი შეხვედრა გამართა.
ის „ლივერპულში“ 12 წელიწადი გამოდიოდა და თითოჯერ ინგლისის პრემიერლიგა, ინგლისის ასოციაციის თასი, ჩემპიონთა  ლიგა, ინგლისის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, ხოლო ორჯერ ინგლისის ლიგის თასი მოიგო. ჰენდერსონი 2023-2024 წლების სეზონში საუდის არაბეთის „ალ იტიფაქში“ გამოდიოდა, სადაც 19-ჯერ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი