ჟორჟე ჟეზუში: „რონალდუს მიწვევის გარეშე აქ არ ვიქნებოდი“

0
19

„ალ ნასრის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ჟორჟე ჟეზუშის თქმით, კრიშტიანი რონალდუს მიწვევის გარეშე, საუდის არაბეთის ნახსენებ კლუბში მუშაობას არ დათანხმდებოდა.
„საუდი არაბეთი მომწონს. ეს მომავლის ქვეყანაა როგორც ფეხბურთის მხრივ, ასევე მის გარეთ. დაბრუნება მიხარია. ყოველთვის ბედნიერი ვიყავი. ყოველთვის ვიმარჯვებდი და ახლა კვლავ იმავეს გაკეთებას ვეცდები.
კრიშტიანუს მიწვევის გარეშე აქ არ ვიქნებოდი. რონალდუ მოთამაშეა, რომელიც ყველგან იმარჯვებდა, სადაც არ უნდა ყოფილიყო. ვნახოთ, მიმდინარე წელს დავეხმარები თუ არა. ვერ ვიტყოდი უარს გამოწვევაზე, რომელიც კრიშტიანუმ შემომთავაზა“ – განაცხადა 70 წლის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
ჟეზუში 2023 წლიდან „ალ ჰილალს“ავარჯიშებდ. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2023-2024 წლების სეზონში საუდის არაბეთის ჩემპიონატი და სამეფო თასი მოიგო. ის „ალ ჰილალიდან“ მიმდინარე წლის მაისში  აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში შინ „ალ-აჰლისთან“ 1:3 წაგების შემდეგ  გაუშვეს.
ლაშა თაბაგარი