მატეი სიმიჩის განცხადებით, ასეთ სცენარს კომპიუტერულ თამაშში თუ წარმოიდგენდა. ქუთაისის „ტორპედოს“ ხორვატმა მცველმა ამის შესახებ უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შინ ყაზახეთის „ორდაბასისთან“ 4:3 მოგებული მატჩის მერე განაცხადა, რომელშიც დუბლი შეასრულა,
მატეი სიმიჩი: „დუბლი, გამარჯვების მომტანი გოლი ბოლო წუთზე… ასეთ სცენარს დღემდე მხოლოდ კომპიუტერულ თამაშში თუ წარმოვიდგენდი. მადლობა ქუთაისს: გუნდმა, ქალაქმა, ყველამ კარგად მიმიღო. თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ჩემი შემდეგი მიზანი? შესაძლოა ჰეთ-თრიკი, ვნახოთ”.
„ტორპედო“ საპასუხო შეხვედრას 17 ივლისს ყაზახეთში ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





