საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ფიფა/კოკა-კოლას ივლისის თვის რეიტინგში 67-ე ადგილზე. ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა ივნისთან შედარებით ერთი პოზიციით წინ წაიწია.
რეიტინგის სათავეში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი არგენტინაა. მეორე ადგილზე ევროპის მოქმედი გამარჯვებული ესპანეთია, რომელიც მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩვენი მეტოქეა. მესამე პოზიცია საფრანგეთის ნაკრებს უკავია.
მუნდიალის საკვალიფიკაციო საქათველოს ეროვნული გუნდის კიდევ ერთი მეტოქე თურქეთი 27-ეა, ხოლო ბულგარეთი – 84-ეა.
ლაშა თაბაგარი





